Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში
ambebi.ge
11 December 2017, 23:22
თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა პირიქით მათ მოუწყონ ექსტრადირება რუსეთში.

"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ხალხმა სტაცოს ხელი და ის ვინც ჩემს ექსტრადირებას ეცდება, გადააგზავნონ მოძმე რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ", - განაცხადა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); სააკაშვილმა.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ბოლო სამი დღის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი